понедельник, 12 октября 2009 г.


პროექტის სახელი: ქართული ძაფის ისტორია და ნაქსოვი ნიმუშები.



  1. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ ძაფის დართვის ისტორიას,მის თავისებურებას და გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით ყოფით ცხოვრებაში.
  2. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ისტორიაში რა დროიდან იციან ძაფის დართვა. იკვლევენ რომელი მცენარე და ცხოველის ბეწვი იყო საჭირო რომ მიეღოთ ძაფი.გაეცნობიან ძველ ქართულ ტრადიციულ ქსოვის მიმდინარეობებს :ყაისნაყითა და ჩხირით ქსოვას,გობელინს, თექას,ხალიჩებს.მოიძიებენ მსოფლიოს იმ ქვეყნების ისტორიებს სადაც საერთოდ პირველად დაიწყეს ძაფის მიღება და როგორი იყო ეს.მოიძიებენ ინფორმაციას თუ როგორ ადგენენ არქეოლოგები გათხრებისას იქ ქსოვილი იყო თუ არა.რა ცვლილება განიცადა ტრადიციულმა ქსოვამ უძველესი დროიდან დღემდე.შეისწავლიან ნაქსოვის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით (აქსესუარები,ფარდები,გადასაფარებლები,ხალიჩები,სუვენირები,გობელინები,ელექტრო სანათების მორთულობა,მედიცინა ,კოსმეტიკა,თოჯინები,ტანსაცმელი,წინდები,ხელთათმანები,ქუდები.)ისტ-ის მეშვეობით გაეცნობიან ძაფის დართვას, თვითონ კი ისწავლიან მარტივ ნაყშებს,ყაისნაყისა და ჩხირების გამოყენებით თვითონ შექმნიან ქსოვის ულამაზეს ნიმუშებს.
  3. მონაწილეთა ასაკი:12-17
  4. ვადები:6-12 თვე
  5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ისტ-ის საშუალებით მოსწავლეებმა გაეცნონ ძაფის მიღების ხერხებს,გაიგონ ახალი აღმოჩენის შესახებ რომ უძველესი სელის ნართი თანაც შეღებილი საქართველოს ტერიტორიაზე 34000წლის წინათ შეუქმნიათ(ამ სიახლემ უკან ჩამოიტოვა ჩეხეთის აღმოჩენა რომელიც28000 წლის წინანდელი იყო და ის ითვლებოდა პირველ ნართათ.)უყურონ თუშური მატყლის დართვას,ხალიჩებისა და გობელინის შექმნის პროცესს ,თექის დამუშავებას.უკეთ გაიცნონ საქართველოს რომელ კუთხეში ქსოვის რომელი დარგი იყო განვითარებული.შექმნიან ვიდეო მასალას,შეაგროვებენ სურათებს,გააკეთებენ ალბომს,მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენას,პრეზენტაციებს,საქველმოქმედო აქციებს,ესტუმრებიან ეთნოგრაფიულ მუზეუმს,სახელოსნოებს.მოიწვევენ ქსოვით დაკავებულ ადამიანებს და გაივლიან მათთან ერთად კონსულტაციას.მოეწყობა ექსკურსია თუშეთში ,თუ იქნება საშუალება რეალობაში ნახონ ხალიჩის ქსოვა .მოსწავლეები შეისწავლიან ძველი ქართული ტრადიციული დარგის ქსოვის ელემენტებს,რომელიც გამოუმუშავებს საქსოვი იარაღის ხმარებისა და თითების მოძრაობის უნარ-ჩვევებს.ეს თვისებები აუცილებელია ქსოვის სხვადასხვა სახეობის ნაყშების შესასრულებლად,ქსოვის შესწავლისას მოზარდები მიიღებენ დადებით ენერგიის მუხტს,გაუუმჯობესდებათ გუნება განწყობა და ხასიათი,მოხდება კუნთების ტონუსის ოპტიმიზაცია,დაეხვეწებათ გემოვნება,გაუღრმავდებათ ფანტაზიის უნარი,ნებისყოფა,რაც მათ დასრულებულ თვითთშემოქმედებით პროდუქტში გამოჩნდება,რამაც შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს პროფესიის არჩევისას
  6. სარგებელი სხვებისთვის: საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხით დაეხმარებიან სკოლის დევნილ ბავშვებს.
  7. სამუშაო ენა:ქართული
  8. საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხელოვნება,ხატვა,ისტორია,ქართული,მათემატიკა.კვლევა ძიების უნარის განვითარება,ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება.ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
  9. პროექტის ფასილიტატორის სახელი:ლელა თვალაბეიშვილი 123-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი,ქსოვის მოყვარული.
  10. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:l.tvalabeishvili123@gmail.com
  11. პროექტის ფორუმი: წაიკითხეთ და დაათვალიერეთ.
  12. პროექტის ვებ. გვერდი /ბლოგი/:http://lelatvalabeishvili-lelatvalabeishvili.blogspot.com/